სეზონური ბიზნეს სესხი განკუთვნილია ისეთი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად, რომელიც საქმიანობის სფეროდან გამომდინარე შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს სეზონურად. სეზონური სესხის აღება შესაძლოა, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისათვის, ასევე სტარტაპის შემთხვევაში.
სეზონური სესხის გადახდის პირობები
გადახდის პირობები არის მაქსიმალურად მორგებული სეზონურ საქმიანობაზე. შეგიძლია ისარგებლო მაქსიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით წლის განმავლობაში, ამ პერიოდში ხდება მხოლოდ პროცენტის დაფარვა, ხოლო როგორც ძირის ასევე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხორციელდება წელიწადში, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
* 750 000 ლარზე ნაკლები სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, იმ გამონაკლისის გარდა თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე