ფაქტორინგი ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ბანკი ახორციელებს კლიენტის დებიტორული დავალიანების შესყიდვას, ანუ კლიენტი უთმობს ბანკს დებიტორის მიმართ თავის მოთხოვნას.
შესაბამისად, მოთხოვნის დამთმობისთვის, დებიტორული დავალიანება იქცევა ფულად, რაც თავის მხრივ ზრდის კომპანიის ლიკვიდობას, ხოლო დებიტორი იღებს შესაძლებლობას, შესყიდული საქონლის თანხის გადახდა მოახდინოს მასზე მორგებული გადახდის პირობებით.
ფაქტორინგის ძირითადი მომხმარებლები არიან მწარმოებლები და ბითუმად გამყიდველები, რომლებიც რეგულარულად ახდენენ საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას გადავადებული გადახდის ანგარიშსწორების ფორმით.
ტარიფებთან დაკავშირებით გთხოვთ, დაუკავშირდით დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფს: