ბაზისბანკი, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გთავაზობთ სესხს არსებული ბიზნესის განვითარებისთვის ან ახალი პროექტების განსახორციელებლად.

პროექტი „აწარმოე საქართველოში“ მოიცავს ბენეფიციარისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას (ბიზნეს უნივერსალი) და სესხის უზრუნველყოფაში მონაწილეობას (საკრედიტო საგარანტიო სქემა).

ბენეფიციარს ერთ კონკრეტულ სესხზე შეუძლია როგორც ბიზნეს უნივერსალით, ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემით. 


პროგრამის ინდუსტრიები:
 

  • ტურისტული სერვისები
  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
  • ინდუსტრიული 
  • აგროტურისტული და ეკო ტურისტული ინდუსტრიები


პროგრამის ძირითადი პარამეტრები:
 

  • სესხის ვალუტა - ლარი
  • სესხის მინიმალური მოცულობა -  50 000, მაქსიმალური -  10 000 000 ლარი
  • სესხის პროცენტის სუბსიდირების ვადა -  სესხის ვადის ბოლომდე
  • სესხის პროცენტში სუბსიდიის მოცულობა - ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%
  • სესხის გაცემის საკომისიო -  0.2%
  • მიზნობრიობა - სესხის თანხის მინ. 50% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური დანახარჯებისთვის და ძირითად საშუალებებისთვის, ხოლო არაუმეტეს სესხის 50%-ისა საბრუნავ საშუალებებზე.


საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი:
 

  • საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით 
  • საგარანტიო მექანიზმის ვადა - 10 წელი


„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი დარგების პრიორიტეტთა ნუსხის, პროგრამის უფრო დეტალური პირობებისა და გამონაკლისების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს

სასარგებლო ბმულები
მიიღე საჭირო ინფორმაცია მარტივად