ვადიანი ანაბრის გასახსნელად მინიმალური თანხა შეადგენს 100 ერთეულს შესაბამის ვალუტაში, ლარში, აშშ დოლარში ან ევროში.
სარგებლის გატანა შესაძლებელია ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის დასრულების შემდეგ.
ვადიან ანაბრის გასახსნელად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ანაბარზე თანხის დამატება არ არის შესაძლებელი.
ანაბრის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:
ანაბრის გახსნის/ვადის ავტომატურად განახლების თარიღიდან, 90-ე დღემდე პერიოდში ანაბრის შეწყვეტისთვის საპროცენტო განაკვეთი: ლარი - 1%. აშშ დოლარი - 0.2%. ევრო - 0.1%. არაუმეტეს იმავე ანაბრის ნომინალური საპროცენტო განაკვეთის 50%-ის.
ანაბრის გახსნის/ვადის ავტომატურად გაგრძელების თარიღიდან, 90-ე დღეს/შემდეგ პერიოდში ანაბრის შეწყვეტისთვის საპროცენტო განაკვეთი: ლარი - ანაბრის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს მინუს 7%. აშშ დოლარი - ანაბრის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს მინუს 3%. ევრო - ანაბრის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს მინუს 2%. არანაკლებ 0.5% საპროცენტო განაკვეთისა.
შენიშვნა: ვადიანი ანაბრის, ყოველთვიური გატანის პირობით, ვადამდე შეწყვეტისას, ანაბარს ძირი თანხიდან მოაკლდება, ანაბრის გახსნის პერიოდიდან გატანილი ყოველთვიური სარგებელის თანხის და ვადამდე შეწყვეტისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული თანხის სხვაობა.
ბონუს სისტემა
ფიზიკურ პირებს, რომლებიც ბაზისბანკში გახსნიან ვადიან ანაბარს, ბანკი გადასცემს Visa Classic ან Visa Gold საერთაშორისო პლასტიკურ ბარათებს ანაბრის მოცულობის შესაბამისად.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“.