მარტივი და სწრაფი ბიზნეს ინტერნეტ ბანკი ბაზისბანკისგან
ინტერნეტ ბანკი არის საბანკო ანგარიშების მართვის თანამედროვე, მოხერხებელი და უსაფრთხო სისტემა. ციფრული მომსახურება, რომლის საშუალებითაც შეძლებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, აკონტროლო ბიზნესის ანგარიშები, თვალი ადევნო ანგარიშებზე ბრუნვას, გადაიხადო კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, გადარიცხო თანხა ლარსა და უცხოურ ვალუტაში ნებისმიერი მიმართულებით!
ინტერნეტ ბანკით შეგიძლია:
- ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები;
- გადარიცხვები, როგორც ბანკის შიგნით, ასევე ნებისმიერი მიმართულებით;
- კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადახდები;
- საკუთარ ანგარიშებზე თანხის კონვერტაცია;
- ანაბრებზე (სასარგებლო ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი) თანხის ჩარიცხვა;
- შესაბამისი საგადასახადო დავალების ამობეჭდვა;
- ვალუტის კურსების ნახვა;
- BMatch პლატფორმაზე განაცხადის განთავსება;
- ბანკში შეტყობინების გაგზავნა და მიღება.
გადარიცხვის ლიმიტები:
იურიდიული პირისთვის დღიურად 200 000 ლარი, თვის განმავლობაში – 1 000 000 ლარი.
ინტერნეტ ბანკით ინიცირებული გადარიცხვის შესრულების წესი:
- საკუთარ ანგარიშებს შორის სალარე და სავალუტე გადარიცხვები შესრულდება დაუყოვნებლივ.
- გადარიცხვა ბაზისბანკში შესრულდება იმავე დღეს.
- ლარის გადარიცხვა სხვა ბანკში შესრულდება სამუშაო დღეებში 17:30 საათამდე, 17:30 საათის შემდგომ ინიცირებული გადარიცხვა კი მომდევნო სამუშაო დღეს.
- უცხოური ვალუტის გადარიცხვა სხვა ბანკში ინიცირებული სამუშაო დღის 18:00 საათამდე შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 18:00 საათის შემდგომ ინიცირებული - მომდევნო სამუშაო დღეს.
ინტერნეტ–ბანკის უსაფრთხოება