ბაზისბანკის მხარდაჭერით აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა

Image alt text
28 10 2025

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 25-26 ოქტომბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025. 

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირებას კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მათი ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ასევე, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარებას, ჩართულობის გაზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

წელს, აგროტექნოლოგიურ ჰაკათონზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებიც სოფლის მეურნეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საბოლოოდ, გუნდებმა წარადგინეს პროტოტიპები ჟიურის წინაშე და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკისგან სპეციალური ფულადი პრიზით გუნდი “ARE” დაჯილდოვდა.

ბაზისბანკი მუდმივად არის ჩართული პროექტებში, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ინოვაციური იდეების წახალისებას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.

სხვა სიახლე