საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე, მშობლის ან მეურვის მიერ
ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანი:
50 ლარი
25 აშშ დოლარი / ევრო
შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე, თანხის ყოველი შემდგომი შენატანის მინიმალური მოცულობა 10 ერთეულია ანაბრის ვალუტის შესაბამისად.
ანაბრის ვადა:
ბავშვის სრულწლოვანებამდე, მინიმუმ 3 წელი
ანაბარზე სარგებლის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, ანაბრის გახსნიდან მე–12 თვის ბოლოს.
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება შემცირებული საპროცენტო სარგებელი.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge