ინტერნეტ ბანკი საბანკო ანგარიშების მართვის თანამედროვე, მოხერხებელი და უსაფრთხო სისტემაა.
ინტერნეტ ბანკის საშუალებით შენ შეძლებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, აკონტროლო ანგარიშები, თვალი ადევნო ანგარიშებზე ბრუნვებს, გადაიხადო კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, გადარიცხო თანხა ლარსა და უცხოურ ვალუტაში ნებისმიერი მიმართულებით!
ინტერნეტ ბანკით შეძლებ განახორციელო:
ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები;
გადარიცხვები როგორც ბანკის შიგნით, ასევე ნებისმიერი მიმართულებით;
კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადახდები;
საკუთარ ანგარიშებზე თანხის კონვერტაცია;
საკრედიტო ბარათზე თანხის შეტანა;
ანაბრებზე (სასარგებლო ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი) თანხის ჩარიცხვა;
შესაბამისი საგადასახადო დავალების ამობეჭდვა;
ვალუტის კურსების ნახვა;
BMatch პლატფორმაზე განაცხადის განთავსება;
ბანკში შეტყობინების გაგზავნა და მიღება.
ინტერნეტ ბანკით დავალებული გადარიცხვის შესრულების წესი:
საკუთარ ანგარიშებს შორის სალარე და სავალუტე გადარიცხვები შესრულდება დაუყოვნებლივ.
ბაზისბანკის კლიენტების მიმართულებით გადარიცხვა ბაზისბანკში შესრულდება იმავე დღეს.
ლარის გადარიცხვა სხვა ბანკში შესრულდება სამუშაო დღეებში 17:30 საათამდე, 17:30 საათის შემდგომ ინიცირება გადარიცხვა კი მომდევნო სამუშაო დღეს.
უცხოური ვალუტის გადარიცხვა სხვა ბანკში ინიცირებული სამუშაო დღის 18:00 საათამდე შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 18:00 საათის შემდგომ ინიცირებული - მომდევნო სამუშაო დღეს.