ავტომატური გადარიცხვების სერვისი საშუალებას გაძლევს ავტომატურ რეჟიმში, დავალიანების წარმოქმნისთანავე ან /და წინასწარ განსაზღვრულ დროს, წინასწარ განსაზღვრული ოდენობის თანხით, განხორციელდეს გადარიცხვა შენს მიერ შერჩეული კომპანიების (პროვაიდერების) მიმართულებით.
სერვისის გააქტიურება შესაძლებელია:
შენ შეგიძლია აირჩიო სასურველი გადახდის ტიპი:
ფიქსირებული თანხა
სასურველი გადახდის განხორციელების თარიღისა და თანხის ოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტულ რიცხვში, ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში ავტომატურად განხორციელდება გადარიცხვა.
დავალიანების შესაბამისად
თუ არ არის ფიქსირებული გადახდის თარიღი და თანხაც დავალიანების შესაბამისია, აბონენტის დავალიანების შემოწმების შემდეგ, ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში გადარიცხვა ავტომატურად შესრულდება.