სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამით, სახელმწიფო საშუალებას აძლევს მსესხებელს, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს იმ შემთხვევაში, თუ:

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 ან 2 შვილი აქედან ერთ-ერთი არის 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%-ის, მაგრამ არაუმეტეს 6%-ის ოდენობით ან 

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი შვილი, ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%-ის, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.
ამასთან თუ ბენეფიციარს ყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი და აქედან ერთ-ერთი არის 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი.

ასევე, თუ  უკვე ამ ტიპის მსესხებელი არის პროგრამის მოქმედი ბენეფიციარი და სარგებლობს პროგრამის მაქსიმალური ლიმიტით (200 000 ლარი), იგი 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დამატებით შეძენილი 1 შვილით ვეღარ შეძლებს პროგამაში მეორეჯერ ჩართვას, მაგრამ თუ ბენეფიციარი არ სარგებლობს პროგრამის მაქსიმალური ოდენობით (200 000 ლარი) ასეთ შემთხვევაში 2022 წლის შემდეგ დამატებით შეძენილი 1 შვილით შეუძლია ისარგებლოს იმ დარჩენილი რაოდენობის ლიმიტით რაც არ აუთვისებია. მაგ. ბენეფიციარი სარგებლობდა 100 000 ლარიანი სესხით შეძლებს, რომ კიდევ დამატებით 100 000 ლარიანი სუბსიდირებული იპოთეკური სესხით ისარგებლოს. 

სესხის ვალუტალარი
თანამონაწილეობაბინის ღირებულების 15%-დან
მიზნობრიობადეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინის შესაძენად; კერძო პირის საკუთრებაში არსებული ბინის/სახლის შესაძენად; სახლის ასაშენებლად.
მაქსიმალური თანხა200 000 ლარი (შესაძლებელია სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს)
სუბსიდირების ვადამაქსიმუმ 60 თვე
ვადამაქსიმუმ 240 თვე

დამატებითი პირობები
 

  • პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია მშობლები სესხზე განაცხადის შევსების მომენტში იყვნენ სამოქალაქო ქორწინებაში;

  •  თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებენ მსესხებლები, რომლებიც უკვე სარგებლობენ ან/და ისარგებლეს 2020 წლის იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამით.


სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:


ქორწინებში მყოფმა პირებმა
 

  • ქორწინების მოწმობა (სამოქალაქო);

  • ცნობა სესხის აღების მომენტისათვის განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

  • ბავშვების დაბადების მოწმობები;

  • შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • გერის შემთხვევაში, სტატუსის დადგენა ხდება დაბადების მოწმობიდან;

 

მარტოხელა მშობელმა *

 

  • მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ბავშვების დაბადების მოწმობები;

  • შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • გერის შემთხვევაში, სტატუსის დადგენა ხდება დაბადების მოწმობიდან;

*მარტოხელა მშობელი არ ნიშნავს განქორწინებულ მშობელს. სტატუსის მინიჭება ხდება სახელმწიფოს მიერ

 

 ქვრივმა

 

  • ქორწინების მოწმობა (სამოქალაქო);

  • მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;

  • ბავშვების დაბადების მოწმობები;

  • შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • გერის შემთხვევაში, სტატუსის დადგენა ხდება დაბადების მოწმობიდან;

 

 

სესხის განხილვის პროცესში ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

 

ხელშეკრულების ნიმუში 1

ხელშეკრულების ნიმუში 2

ხშირად დასმული კითხვები

სასარგებლო ბმულები
მიიღე საჭირო ინფორმაცია მარტივად

სხვა იპოთეკური სესხები

აირჩიე შენთვის სასურველი