ბაზისბანკის ციფრული არხებით უკვე შეგიძლია დისტანციურად ევაჭრო ბანკს და მიიღო შენზე ინდივიდუალურად მორგებული ვალუტის კურსი.
გამოაგზავნე ბანკში შემოთავაზება ინტერნეტბანკის მეშვეობით, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდი, რომელს ყიდულობ და რა კურსით გსურს კონვერტაცია, დაელოდე პირადი დილერის პასუხს და თანხმობის შემთხვევაში მიიღე კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე.
თქვენ შეგიძლიათ, გაყიდოთ ან იყიდოთ: ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ინგლისური ფუნტი; რუსული რუბლი; შვეიცარული ფრანკი
რა არის საჭირო პირადი დილერთან კურსის და თანხის მოცულობის შესათანხმებლად?
ანგარიშზე ნაშთის ქონა;
აირჩიე რომელი ანგარშიდან გსურს გაყიდო და რომელ ანგარიშზე ყიდულობ ვალუტას;
მიუთითე სასურველი კურსი, რომელიც მოცემული მომენტისთვის გაცვლითი საბაზრო კურსის საზღვრებშია;
გაუგზავნე მოთხოვნა პირად დილერს.
რამდენიმე წუთში მიიღებ საპასუხო შეთავაზებას, ან თანხმობას მოთხოვნაზე.
თუ კონვერტაციაში მითითებული ყველა პარამეტრი მისაღებია ბანკის ხაზინისთვის, ოპერაცია შესრულდება ავტომატურად.
პირადი დილერის მხრიდან კურსის და/ან თანხის მოცულობის კორექტირების შემთხვევაში, გარიგების დასრულებისთვის გაქვს 2 წუთი, შენ ეთანხმები, ან აუქმებ შეთავაზებას.
კონვერტაცია შესრულდება თუ თანხის მოცულობა და კურსი მისაღებია ორივე მხარისთვის.
კურსის შეთანხმების სერვისი აქტიურია ბანკის ხაზინის სამუშაო საათებში 10:00-დან.
პირადი დილერის მომსახურების მისაღებად, ეწვიე ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და გაიაქტიურე სერვისი.