2023 წლის 1 მაისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში საბანკო ბარათით (სადებეტო/საკრედიტო), პინის გარეშე პირველივე ტრანზაქციის შესრულებისას, მიუხედავად გადახდის თანხის ოდენობისა, თუ პინის გარეშე შესრულებული ტრანზაქციების ჯამური ოდენობა შეადგენს 600 ლარს, საჭიროა აღნიშნული ტრანზაქციის პინ კოდით დადასტურება. პინ კოდის შეყვანის შემდეგ, დადგენილი 600 ლარიანი ლიმიტის დაანგარიშება დაიწყება თავიდან და ყოველი შემდგომი გადახდა შესრულდება წინამდებარე წესის გათვალისწინებით.
600 ლარიანი ლიმიტის ათვლისას გათვალისწინებულია 1 მაისამდე შესრულებული გადახდებიც, რაც მოიცავს ბარათის გააქტიურებიდან 1 მაისამდე შესრულებული ტრანზაქციების ჯამს.
სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში პლასტიკური ბარათებით უკონტაქტო გადახდის წესი:
600 ლარიანი ლიმიტის ათვლა ბარათზე იწყება ბარათის გააქტიურების შემდეგ პირველი უკონტაქტო გადახდიდან. ახალი ბარათის გააქტიურებისას, ლიმიტის ათვლა დაიწყება ხელახლა.
ნებისმიერ დროს, სავაჭრო / მომსახურების ობიექტებში ტერმინალზე გადახდის ტრანზაქციის შესრულებისას პინის შეყვანით, მანამდე შესრულებული ტრანზაქციების ჯამური თანხა ნულდება და 600 ლარიანი ლიმიტის ათვლა დაიწყება ხელახლა.
ზემო აღნიშნული წესი არ ვრცელდება ელექტრონული საფულით (Google pay, Apple Pay Wallet) შესრულებულ ტრანზაქციებზე, ასევე ტრანსპორტით მგზავრობისა და პარკირების საფასურის გადახდისთვის განკუთვნილ თვითმომსახურების ტერმინალებზე შესრულებულ ტრანზაქციებზე.
*პინს არ მოითხოვს ჩამოთვლილი, გამონაკლისი ტრანზაქციების შემთხვევაში, მაშინაც კი თუ უკონტაქტო გადახდების 600 ლარიანი ლიმიტი უკვე ამოწურულია.