ბაზისბანკის ციფრული არხებით შეგიძლიათ დისტანციურად ევაჭროთ ბანკს და მიიღოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული ვალუტის კურსი. 

გამოგზავნეთ ბანკში შემოთავაზება ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ პირადი დილერის პასუხს და თანხმობის შემთხვევაში მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე.

შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ: ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი-სტერლინგი, რუსული რუბლი, შვეიცარული ფრანკი

რა არის საჭირო პირად დილერთან კურსის და თანხის მოცულობის შესათანხმებლად?
 

  • ანგარიშზე ნაშთის ქონა

  • აირჩიეთ რომელი ანგარშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას

  • მიუთითეთ სასურველი კურსი, რომელიც მოცემული მომენტისთვის გაცვლითი საბაზრო კურსის საზღვრებშია

  • გაუგზავნეთ მოთხოვნა პირად დილერს

  • რამდენიმე წუთში მიიღებთ საპასუხო შეთავაზებას ან თანხმობას მოთხოვნაზე

  • თუ კონვერტაციაში მითითებული ყველა პარამეტრი მისაღებია ბანკის ხაზინისთვის, ოპერაცია შესრულდება ავტომატურად

  • პირადი დილერის მხრიდან კურსის და/ან თანხის მოცულობის კორექტირების შემთხვევაში, გარიგების დასრულებისთვის გაქვთ 2 წუთი, ეთანხმებით ან აუქმებთ შეთავაზებას

  • კონვერტაცია შესრულდება თუ თანხის მოცულობა და კურსი მისაღებია ორივე მხარისთვის

  • კურსის შეთანხმების სერვისი აქტიურია ბანკის ხაზინის სამუშაო საათებში 10:00-დან.


პირადი დილერის მომსახურების მისაღებად, ეწვიეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს და გაიაქტიურეთ სერვისი.

სასარგებლო ბმულები
მიიღე საჭირო ინფორმაცია მარტივად

ციფრული პროდუქტები

მობაილ ბანკი

ინტერნეტ ბანკი