ბაზისბანკის მენეჯმენტის წევრები და ბანკის სხვა თანამშრომლები, მათ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართავენ. ამასთან, ბანკის ყოველდღიური საქმიანობა ემყარება  საყოველთაოდ აღიარებულ და მიღებულ ეთიკის პრინციპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს.

თითოეული მათგანი მოვალეა, გაუფრთხილდეს და დაიცვას კომპანიის, მომხმარებლების, პარტნიორების, აქციონერების ინტერესები. ისინი აცნობიერებენ, რომ „ბაზისბანკის“ რეპუტაცია მისი ყველაზე ფასეული აქტივია და ერთ-ერთი მათგანის არასწორმა ქცევამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს წლების განმავლობაში მოპოვებულ რეპუტაციას

ბაზისბანკი განსაკუთრებული ყურადღებით უდგება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღ კორპორაციულ მართვასა და რისკის კულტურას, პასუხისმგებლიან საკრედიტო საქმიანობასა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს.

იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ შესაძლო არაეთიკური, დანაშაულებრივი შემთხვევების გამოვლენას და მათზე სწორად რეაგირებას, ბანკმა შექმნა გამჟღავნების (Whistleblowing) სისტემა. ბანკი მოუწოდებს და სთხოვს ნებისმიერ პირს (მათ შორის - ბანკის მომხმარებელს, თანამშრომელს, კონტრაჰენტს და სხვა), განაცხადოს, თუ იგი თვლის, რომ ადგილი აქვს ბანკის, მისი შვილობილი ან ასოცირებული კომპანიის თანამშრომლის მხრიდან იმგვარ ქმედებას, როგორიცაა:

 

  • თაღლითობა
  • ინტერესთა კონფლიქტი
  • კორუფცია
  • ფულის გათეთრება
  • შევიწროვება, შანტაჟი (ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლა)
  • გაყალბება
  • ბანკის პოლიტიკების/ინსტრუქციების უგულებელყოფა
  • სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობა
  • სხვა არაეთიკური / კანონსაწინააღმდეგო  / დანაშაულებრივი ქმედება
     

შესაძლო დარღვევის მოკვლევა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება ზოგადი ეთიკური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, არადისკიმინაციულობისა და მიუკერძოებლობის გათვალისწინებით. საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში არ იქნება ჩართული პირი, რომლის პირდაპირ ან არაპირდაპირ ინტერესებსაც შეეხება ინციდენტი.

 

ინციდენტის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხების მეშვეობით:

ზეპირი ფორმით - ბანკის სერვისცენტრში ან სატელეფონო მომსახურების არხის მეშვეობით, ვინაობის მითითებით ან მითითების გარეშე.

წერილობითი ფორმით - ინფორმაციის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის სერვისცენტრში, ან ფოსტის მეშვეობით, ბანკის იურიდიულ მისამართზე გამოგზავნით, ვინაობის მითითებით ან ანონიმურად.

ანონიმურადბმულზე გადასვლით თქვენ შეძლებთ, ანონიმურად დააფიქსიროთ ინფორმაცია

ელექტრონული ფორმით - ინტერნეტ ბანკის, სოციალური ქსელის ან სხვა დისტანციური არხის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტაზე, ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით:

სახელი:
გვარი:
ელ.ფოსტა:
ტელეფონი:
კომენტარი:

მადლობა