06.12.2024 -დან, შეიცვალა ოფსეტზე სარეალიზაციო თანხის დათვლის ლოგიკა.
ნაცვლად სესხის ნომინალური პროცენტისა, ოფსეტზე სარგებელი დაანგარიშდება სესხის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს მინუს 1%-ში.

ოფსეტ ფუნქცია საშუალებას გაძლევს იპოთეკურ სესხზე შეამცირო საპროცენტო ხარჯი და რეალურად მიიღო ბევრად უფრო მაღალი სარგებელი, ვიდრე ნებისმიერი სახის ანაბარზე.

სარგებელი ერიცხება ანგარიშზე განთავსებულ ნაშთს, არაუმეტეს შესაბამისი პერიოდისათვის მსესხებლის არსებული საკრედიტო დავალიანების ძირითადი მოცულობის 80%-ის ფარგლებში. აღნიშნული მოცულობის ზემოთ არსებულ ნაშთს სარგებელი არ ერიცხება.

ოფსეტის ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში სესხზე პროცენტის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
მაგალითად: გსურს შეიძინო ბინა და გჭირდება ბაზისბანკისგან იპოთეკური სესხი 80 000 ლარის ოდენობით 10,5%–ში (ეფექტური - 11,33%). ამავდროულად, გაქვს საშუალება, გარკვეული დროით, ანგარიშზე განათავსო სესხის თანხის 80% - 64 000 ლარი, ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნულ თანხაზე მიიღებ სარგებელს, სესხის ნომინალურ  პროცენტს მინუს 1%-ის ოდენობით.  სესხზე დასარიცხი პროცენტის დაანგარიშების შედეგად კი, ყოველთვიურად გადასახდელი 1086 ლარიდან  OFFSET ფუნქციის საშუალებით თვეში საშუალოდ 516 ლარს დაზოგავ!

მიიღე საჩუქრად ბაზისბანკის ვიზა კლასიკი და ვიზა გოლდი
 
ოფსეტ ფუნქციის გააქტიურებისას, საჩუქრად მიიღებ სადებეტო ბარათს, რომელსაც აქვს სტანდარტული ფუნქციები (ბარათის ძირითადი ვალუტა იქნება სესხის ვალუტა). 
ბარათის კლასი განისაზღვრება სესხის თანხის მიხედვით:
50 000$-მდე - ვიზა კლასიკი, ხოლო 50 000$-ის ზევით ვიზა გოლდ ბარათი.
 

სასარგებლო ბმულები
მიიღე საჭირო ინფორმაცია მარტივად

იპოთეკური სესხები

აარჩიე შენთვის სასურველი