პირადი ბანკირი
პერსონალური საკონტაქტო პირი ბანკში
Unique app
მოქნილი და უსაფრთხო ციფრული არხი
Unique Visa Infinite ბარათი
პრემიალური ბარათი თქვენთვის
თითოეული ადამიანი უნიკალურია, საკუთარი გამოცდილებით, სურვილებითა და პერსპექტივებით. განსაკუთრებით კი დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა ინფორმაციის მიღების საშუალებები წარმოუდგენლად განვითარდა.
რა უნდა გააკეთოს დღეს ბანკმა, რომელსაც გააზრებული აქვს მომხმარებლის მზარდი, ინდივიდუალური მოთხოვნები და ამავე დროს, ორიენტირებულია, შეინარჩუნოს მომსახურების უმაღლესი ხარისხი? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებით მივედით Unique ბანკინგის კონცეფციამდე. დღეს ჩვენი პრემიუმ მომსახურების მთავარი გამოწვევა, თანამედროვე ადამიანის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებაა, რაც პირველ რიგში იმის გაცნობიერებით იწყება, რომ თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალური და უნიკალურია.
Unique ბანკინგი არის ექსკლუზიური საბანკო მომსახურება, რაც პირადი ბანკირის დახმარებით, მომხმარებელთან მაქსიმალურ ურთიერთობას და ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს. სპეციალური საბანკო პირობები, შეთავაზებები, უპირატესობები, მაღალკვალიფიციური საბანკო კონსულტაციები - საბანკო კონცეფცია, რომელიც შექმნილია ყოველდღიურობის მაქსიმალურად გამარტივებისა და მეტი ფინანსური თავისუფლებისთვის.
Unique ბანკირი
მაღალკვალიფიციური პირადი ბანკირის მომსახურება, რომელიც მუდმივად მზად არის დაგეხმაროს ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისა და შენზე მორგებული პროდუქტების შერჩევის პროცესში.
Unique App
ეს არის თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი დისტანციური სერვისი და მაქსიმალურად უსაფრთხო არხი, რომელიც ელექტრონულ ხელმოწერას ჩაანაცვლებს.
Unique Visa Infinite
პრემიუმ კლასის Visa ბარათი, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისთვისაც პრესტიჟი, დრო და კომფორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Unique მომსახურება ინდივიდუალური საბანკო პირობები, კონსიერჟის მომსახურება 24/7-ზე, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა უამრავი ბენეფიტი.