„ჰუალინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაციას და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს. 2007 წლიდან დღემდე ,,ჰუალინგ ჯგუფმა’’ არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა, მათ შორის არის ,,თბილისის ზღვის ახალი ქალაქი’’, რომელიც მოიცავს ,,ჰუალინგ პლაზას’’, დეველოპერულ პროექტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმტოს ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი’’ და სხვა. გარდა ამისა, კომპანიის მსხვილ პროექტებს შორისაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში, ხე-ტყის დამზადება და ბაზისბანკი. 2014 წელს ,,ჰუალინგ ჯგუფი’’ საქართველოში ტოპ უცხოურ ინვესტორად დასახელდა.