"მწვანე ალმასი" თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში
ცხოვრების მწვანე სტანდარტი
საცურაო აუზები, დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, სპორტული მოედნები, დახურული ხეივნები, კომერციული ობიექტები, უსაფრთხო გარემო - ეს თბილისში მდებარე კომპლექსის „მწვანე ალმასის“ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია. პროექტს დეველოპერული კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს და ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. „მწვანე ალმასის“ ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და მას მობინადრეებიც ჰყავს, რომელთაც საშუალება აქვთ, ქალაქის აჩქარებული ტემპისგან გადაღლილები, სიმშვიდეში, კომფორტსა და მწვანე გარემოში განიტვირთონ.
პროექტის უნიკალური ინფრასტრუქტურა გათვლილია წელიწადის 4-ვე სეზონზე. თუ ზამთარში შეგიძლიათ, ბილიკებზე ისეირნოთ და სკვერში განიტვირთოთ, ზაფხულში ამის საშუალებას აუზები მოგცემთ, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდება. ფერთა პალიტრა კი რაც კომპლექსში შესვლისთანავე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.
SMART LIVING კონცეფტი
Smart Living - „მაქრო ჯგუფის“ მიერ შემუშავებული კონცეფციაა, რომელიც თავისი არსით ცხოვრების ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ სტანდარტებს მოიცავს, იქნება ეს სახლი, სამუშაო ადგილი თუ სოციალური გარემო. მომხმარებელთათვის სრული, კომპლექსური სერვისის მიწოდება, მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტის დანერგვა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის ნიშის დაკავება - ,,მაქრო ჯგუფის” ძირითადი ამოცანებია. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა კომპლექსი „მწვანე ალმასი“ - საცხოვრებელი ბინები, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, სპეციალური ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომხმარებელს მყუდრო და მშვიდ, ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებულ ადგილას საცხოვრებლად. თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - სწორედ ეს გახლავთ Smart Living კონცეფციის განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.
„მაქრო“ წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებში. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით „მაქრო ჯგუფი“ ხუთიდან ერთ-ერთ წამყვანი ინვესტორი კომპანიაა. პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა 300 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.
„მაქრო ჯგუფის“ ძირითადი მიმართულებებია მშენებლობა და დეველოპმენტი, სასტუმრო ბიზნესი, ავეჯის წარმოება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სარესტორნო ბიზნესი. ეს არის იმ წარმატებული პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც განახორციელა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე: საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“; სასტუმროები - „Mercure Tbilisi Old Town“ და „Ibis Styles City Center“; ავეჯის დამამზადებელი ქარხანა „გლორია“; ავეჯის მაღაზია „ბელისა“; სახლის აქსესუარების მაღაზია „Madam COCO“, რესტორანი „Dinehall“. 2022 წლის დასაწყისში თბილისს კიდევ ერთი მაღალი რანგის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, Swissotel Tbilisi Center შეემატება.
“მწვანე ალმასის“ მესამე ეტაპის მიმდინარე მშენებარე პროექტში გვაქვს როგორც შავი კაკრკასის, ასევე სრული რემონტის მდგომარეობით ბინები. ფასები ყველა ბინაზე განსხვავებულია და დამოკიდებულია სართულზე, მდებარეობასა და ხედზე.
შავი კარკასის ჩაბარების პირობები:
შესასვლელი მასიური რკინის კარი პანელით;
მეტალოპლასტმასის ფანჯრები;
მოჭიმული იატაკი;
ამოყვანილი ტიხრები;
კომუნიკაციები მიყვანილი ბინამდე.
სრული რემონტით ჩაბარების პირობები:
შესასვლელი მასიური რკინის კარი პანელით;
მეტალოპლასტმასის ფანჯრები;
დასრულებული რემონტი;
ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა (გაზქურა, გამწოვი);
აბაზანის სრული გარნიტური.
შეავსე განაცხადი www.bank.ge