ვადიანი ანაბარი

 

ვადიანი ანაბარი ბანკში ფულადი სახსრების განთავსების ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ საშუალებას წარმოადგენს.  ვადიანი ანაბრის უპირატესობებია: დანაზოგის საიმედო დაცვა  და მიმზიდველი სარგებელი. განათავსე დანაზოგი ვადიან ანაბარზე და მიიღე მაღალი სარგებელი ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად.
 

 

მოთხოვნამდე ანაბარი

 

განათავსე მოთხოვნამდე ანაბარზე სასურველი ოდენობის თანხა, მიიღე მაღალი სარგებელი, საჭიროებისას კი ნებისმიერ დროს გექნება წვდომა დანაზოგზე. მოთხოვნამდე ანაბარის გახსნა შეგიძლია სასურველი ვადით, თანხის დამატება კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

 

 

სადეპოზიტო სერტიფიკატი

 

 

თუ გსურთ დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება მაღალი სარგებლის მისაღებად, სადეპოზიტო სერტიფიკატი საუკეთესო საშუალებაა. სადეპოზიტო სერტიფიკატი ფასიანი ქაღალდების ტიპის პროდუქტია. იგი წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

 

სხვა ტიპის ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს სერტიფიკატი ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

 

გთავაზობთ 2 ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატს: 

 

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი - საპროცენტო სარგებლის და საწყისი თანხის მიღება ვადის ბოლოს.

 

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი - საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ყოველთვიურად, ხოლო სერტიფიკატის საწყის თანხას ვადის ბოლოს.

 

 

 

სასარგებლო ბმულები
მიიღე საჭირო ინფორმაცია მარტივად

ციფრული სერვისები

მობაილ ბანკი

ინტერნეტ ბანკი