ბაზისბანკის, როგორც პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზნები, ცდება დასახული ფინანსური ამოცანების ფარგლებს და ადამიანებისა და ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანას უკავშირდება. ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი გარემოს შექმნასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
რა უნდა გააკეთოს ამისთვის კომპანიამ და როგორ უნდა შექმნას ახალი შესაძლებლობები ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის პიროვნული განვითარებისთვის? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი, უალტერნატივოდ, განათლების ხელშეწყობაშია. დღეს, მთელი მსოფლიოს პულსი განსაკუთრებულად სწრაფია და ყოველი დღე ახალი გამოწვევაა თანამედროვე ადამიანისთვის. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ ტემპს, განათლების ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
დაარსების დღიდან, ბაზისბანკის კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგია და არჩეული პრიორიტი, სწორედ განათლებაა. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილება შევძელით და სამომავლო გეგმებიც არანაკლებ ამბიციურია.