გენერალური დირექტორი
დავით ცაავა პროფესიით ფინანსისტია. მისი ხელმძღვანელობით ბანკმა 2010-2024 წლებში მე-11 ადგილიდან ქვეყნის მე-3 უმსხვილესი ბანკის პოზიციაზე გადაინაცვლა. ასევე, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, დეპოზიტების პორტფელი გაიზარდა 26.5-ჯერ, საკრედიტო პორტფელი 45.7-ჯერ, ხოლო აქტივები - 28.9-ჯერ. ამ პერიოდში, ბანკი ტრანსფორმირდა სრულფასოვან ფინანსურ ჯგუფად, რაც გამოიხატა, 2017 წელს, ლიზინგისა და დაზღვევის კომპანიების დაარსებასა და სამივე მიმართულების ერთ, წარმატებულ ჰოლდინგად ჩამოყალიბებაში - ოპერირების უკვე მეორე წელს, ბბ ლიზინგი, ბაზარზე მომგებიანობის მაჩვენებლით გალიდერდა, ხოლო ბბ დაზღვევამ მოგების მიხედვით მე-3 ადგილი დაიმკვიდრა.
დავით ცაავას კარიერა ბაზისბანკში 2004 წელს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე დაიწყო, 2008 წელს გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული მიმართულებით, ხოლო 2010 წელს კი - ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დაწინაურდა.
დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დავით ცაავა 2015-2018 წლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. ამჟამად ის არის ორივე შვილობილი კომპანიის - ბბ ლიზინგის და ბბ დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
დავით ცაავა არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.