კომპანიის შესახებ
2017 წელს, ბაზისბანკის ჰოლდინგს ახალი შვილობილი კომპანია „ბბ დაზღვევა“ შემოემატა. ბანკის ჰოლდინგური განვითარება, ხელს უწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი შესთავაზოს.
„ბბ დაზღვევა“ უმსხვილესი ჩინური ინვესტორის, ჰუალინგ ჯგუფის წევრია. ის გამოირჩევა მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.
გამჭვირვალობა, სიმარტივე, სისწრაფე, ინოვაციურობა და კვალიფიციურობა - ეს ის თვისებებია, რომლითაც ბრენდის მოკლე დახასიათება შეიძლება.