კომპანიის შესახებ

 

„ბბ ლიზინგი’’ ბაზისბანკის შვილობილი კომპანიაა და სალიზინგო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. ის ბაზისბანკის ჰოლდინგს 2017 წელს შემოემატა. ბანკის ჰოლდინგური განვითარება, ხელს უწყობს ბაზისბანკის წილის ზრდას და ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი შესთავაზოს.

 

ინოვაციურობა, გამჭვირვალობა, ინდივიდუალური მიდგომა და პასუხისმგებლობის გრძნობა, „ბბ ლიზინგის“ კონკურენტული უპირატესობაა ბაზარზე. კომპანია ჩართულია პროგრამებში: აწარმოე საქართველოში და APMA, რაც მომხმარებლებისთვის აქტივების შესაძენად საჭირო თანხების თანადაფინანსებას გულისხმობს.

 

ლიზინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა აქტივების შესაძენად. სალიზინგო კომპანია თავად ყიდულობს მომხმარებლისთვის სასურველ აქტივს, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მომენტალურად ეძლევა მომხმარებელს. ლიზინგის ვადის დასრულებისა და ვალდებულების სრულად დაფარვისთანავე, შეძენილი აქტივი ოფიციალურადაც მომხმარებლის საკუთრებაში გადადის.