3D უსაფრთხოების სერვისი არის საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa/Mastercard) მიერ შემუშავებული ბარათის უსაფრთხოების სავალდებულო დამატებითი საშუალება, რომელიც უფრო მეტად დაცულს ხდის ინტერნეტ სივრცეში პლასტიკური ბარათით შესყიდვის პროცესს და იცავს ბარათის მფლობელს მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.
პროცესი მარტივია, ონლაინ გადახდის დროს ბარათის გამოყენება უნდა დადასტურდეს მობილური ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი სმს კოდით. ამით კიდევ უფრო დაცული გახდება ონლაინ სივრცეში შესრულებული გადახდები.
თუ ბაზისბანკის ბარათით ხშირად სარგებლობ და ონლაინ შოპინგიც გიყვარს, 3D უსაფრთხოების სერვისი შენს დამატებით დაცვას უზრუნველყოფს და ბარათის არასანქცირებული გამოყენებისგანაც დაგიცავთ.
ბარათების ტიპები, რომლებზეც სერვისი ვრცელდება: ბაზისბანკის ყველა ტიპის ვიზა და მასტერქარდი ბარათი
სერვისის გააქტიურება: ავტომატურად
სერვისის საფასური: უფასო
3D უსაფრთხოების უპირატესობები:
3D უსაფრთხოების სერვისი ბარათის უსაფრთხოდ გამოყენების დამატებითი საშუალებაა, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვებისას მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან/ონლაინ კიბერთაღლითობისგან;
3D უსაფრთხოების სერვისის გამოყენებისთვის, ბარათის მფლობელს არ სჭირდება დამატებით სპეციალური პროგრამის ან/და მოწყობილობის გამოყენება;
ვებ-გვერდზე ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, მობილურ ტელეფონზე სმს-ით გაგზავნილი დადასტურების ერთჯერადი კოდი, ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის და არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის, ასევე არ არის ცნობილი ვებ-გვერდის მფლობელებისთვის. ინტერნეტ გადახდისას მობილურ ტელეფონზე მიიღებ უსაფრთხოების კოდს, რომელიც მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შესყიდვისთვისაა განკუთვნილი.
სერვისის ჩართვა ხდება ავტომატურად და არის სრულიად უფასო.
გასათვალისწინებელია:
ონლაინ ტრანზაქციების შესრულებისას, 3D უსაფრთხოების სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ ბარათის სრული მონაცემები (ბარათის 16 ნიშნა ნომერი, ვადა, ბარათის უკანა გვერდზე დატანილი CVV კოდი) მომხმარებლის მიერ შეყვანილია ვებ-გვერდზე და აღნიშნული ბარათი დამახსოვრებულია შემდგომი შესყიდვების/ონლაინ ტრანზაქციების განხორციელების მიზნით, ან სრულდება ე.წ. განმეორებადი გარიგების ფარგლებში მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით გარკვეული თანხის ჩამოჭრა სერვისის/ნივთების განმეორებითი მიწოდებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. მაღალი რისკის სავაჭრო ობიექტები, სადაც როგორც პირველად, ისე განმეორებით გადახდებზე საჭირო იქნება 3D უსაფრთხოების კოდით დადასტურება.
3D უსაფრთხოების კოდი ვალიდურია მიღებიდან 10 წუთის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საჭირო იქნება კოდის განმეორებით გამოთხოვა და ახალი კოდით სარგებლობა.
ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, მობილურ ნომერზე სმს-ით მიღებული დადასტურების ერთჯერადი კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ბარათის მფლობელი ვეღარ შეასრულებს კონკრეტული ონლაინ შესყიდვის ოპერაციის დასრულებას და ხელახლა უნდა დააინიციროს გადახდა.