მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო მოცემული რეკომენდაციები, ნებისმიერი საბარათე ტრანზაქციის შესრულების დროს, ბარათის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის.
1. ზოგადი რეკომენდაციები
- არასოდეს გადასცე შენი ბარათი/ბარათის პინკოდი მესამე პირს.
- სასურველია ბარათის პინკოდი დაიმახსოვრო, არ დაწერო ფურცელზე ან დაიტანო ბარათზე.
- გაიაქტიურე პაკეტური მომსახურება და აკონტროლე თითოეული საბარათე ტრანზაქცია.
- ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან საეჭვო ოპერაციის დაფიქსირებისას მყისიერად დაბლოკე ბარათი დისტანციური სერვისების დახმარებით და მოგვმართე *9292.
2. ბანკომატში ბარათის გამოყენება:
- დარწმუნდი, რომ ბანკომატზე არ არის მიმაგრებული რაიმე სახის არასტანდარტული მოწყობილობა.
- დარწმუნდი, რომ პინკოდის შეყვანისას მესამე პირი ვერ დაინახავს შენ მიერ აკრეფილ კომბინაციას.
- ყურადღებით გაეცანი ბანკომატის ეკრანზე გამოტანილ შეტყობინებებს.
3. ონლაინ შესყიდვები:
- არ გამოიყენო ბარათი საეჭვო ვებგვერდებზე (დაცულ ვებგვერდს აქვს ბოქლომის ნიშანი და იწყება: https://).
- გამოიყენე 3D მომსახურება და დაადასტურე საბარათე ოპერაციები SMS - ით.
- სასურველია, ინტერნეტ შესყიდვებისთვის გქონდეს ცალკე ბარათი.
4. პოს - ტერმინალით ანგარიშსწორება:
- არ გადასცე ბარათი ანგარიშსწორებისთვის მომსახურე პერსონალს.
- დარწმუნდი, რომ ბარათის პინკოდის შეყვანისას მესამე პირი ვერ დაინახავს შენ მიერ აკრეფილ კომბინაციას და ბარათის მონეცემებს.
- დააკვირდი ტერმინალზე აკრეფილი და გადასახდელი თანხის შესაბამისობას ან გადაამოწმე ქვითარი/SMS შეტყობინება.
საეჭვო გარემოების გამოვლენისას ან კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი *9292