ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების ფაქტები. საუბარია ისეთ მონაცემებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას "ფიშინგი" ეწოდება. "ფიშინგი" წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონი ზარით ან სხვა ფორმით, რათა მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.
"ფიშინგის" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს სწორედ ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.
"ფიშინგის" დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონულ მეილზე მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ გვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის გვერდი). გაყალბებული ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის სახელის და პაროლის მოპოვება.
ფინანსური ორგანიზაციის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გამოყენებისას, გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები:
მაგალითისთვის, ბაზისბანკის ინტერნეტბანკის მისამართია: https://www.bankonline.ge/