გვინდა გაგაცნოთ რეკომენდაციები, ელექტრონული ფოსტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ.

დღეს, ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ საკომუნიკაციო საშუალებას, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობისთვის, შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანი გახდა ელექტრონული ფოსტის უსაფრთხო გამოყენებისთვის ზრუნვა.
 

 

რეკომენდაციები:
 

 

  • არ გახსნათ ელექტრონული ფოსტა/მიმაგრებული ფაილი/ბმული, რომელიც გამოგზავნილია საეჭვო მისამართიდან.
  • ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ტელეფონით დაუკავშირდით გამომგზავნ პირს და დააზუსტეთ მონაცემები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.
  • თუ ელექტრონული ფოსტა გამოგზავნილია თქვენთვის ნაცნობი პირისგან (იურიდიული/ფიზიკური), თუმცა მისამართი შეცვლილია (არ ედრება თქვენთვის ნაცნობ მისამართს), სასურველია, მისამართის ცვლილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოთ საკონტაქტო პირთან ტელეფონით ან დასადასტურებლად გამოიყენოთ ცვლილებამდე არსებული მისამართი.


 

გაითვალისწინეთ, რომ  თაღლითებს შეუძლიათ გააყალბონ გამომგზავნის მისამართი და მიამსგავსონ თქვენთვის ნაცნობი პირის (იურიდიული/ფიზიკური) მისამართს. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით მისამართს და ელექტორნული ფოსტის შიგთავსს, შეადარეთ უკვე არსებულ მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ელ. ფოსტა