Image alt text

ჭოუ ნინგ

სამეთვალყურეო საბჭოს თანა-თავმჯდომარე

ჭოუ ნინგი 2015 წლიდან სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

მას აშშ-ის ფუქუას ბიზნეს სკოლაში მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ინჟინრის დიპლომი აშშ-ის ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და კიდევ ერთი ინჟინრის დიპლომი ჩინეთის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. კარიერა დაიწყო Cessna Aircraft Company-ში, უფროსი ინჟინრის პოზიციაზე. 5 წლის შემდეგ, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრმა კომპანია Ford Motor Co.-ში უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობა მიიღო. ერთ წელიწადში ბატონი ჭოუ ნინგი გადავიდა ჰონგ-კონგში, კომპანია J.P Morgan-ში, სადაც კიდევ ერთი წელი მსახურობდა ჰონგ-კონგის საინვესტიციო საბანკო განყოფილების ასოცირებულ სპეციალისტად. 2001 წელს ბატონმა ჟუმ  ABN AMRO ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის უფროსი მენეჯერის თანამდებობა მიიღო, ხოლო 2004 წელს კი დაწინაურდა ვიცე-პრეზიდენტად და ხელმძღვანელობდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს.

ჭოუ ნინგის კარიერული წინსვლა კომპანია  Shanghai Tuhong Investment Management Co., Ltd. მმართველი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით გაგრძელდა. ეს საკონსულტაციო კომპანია მოწვეული იყო მრჩევლად ჰუალინგ ჯგუფის მიერ ბაზისბანკის შესყიდვის დროს.

ჰონგ-კონგში მოქმედი მსხვილი ბანკების სტრატეგიული განვითარების გამოცდილების და ადგილობრივი და უცხოური მცირე და საშუალო ბანკების სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების სიღრმისეული ცოდნის შედეგად, ბატონი ჭოუ ნინგი ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოში იქნა მოწვეული.

მმართველი გუნდი