გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
რატი დვალაძემ ამჟამინდელი პოზიცია 2019 წელს დაიკავა.
რატი დვალაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მაგისტრისა და ფიზიკა-მათემატიკის მაგისტრის ხარისხებს ფლობს. მისი კარიერა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უკავშირდება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Chemonics Georgia და USAID, რამაც საბოლოოდ საბანკო სექტორში მოიყვანა.
2008 წელს საქართველოს ბანკში პროექტის მენეჯერად დაიწყო მუშაობა, სადაც პასუხისმგებელი იყო საკრედიტო რისკის მართვის სისტემის დანერგვაზე. საკრედიტო რისკის სისტემის მენეჯერად მუშაობის სამწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ, საკრედიტო რისკის ანალიზისა და სისტემის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსად დაწინაურდა.
ბაზისბანკში რატი დვალაძემ მუშაობა 2014 წელს დაიწყო. ის პროექტის მენეჯმენტისა და ბიზნესის ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც 5 წლის განმავლობაში ზედამხედველობდა მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას, ბექოფისის მუშაობას, ტექნიკური და ტექნოლოგიური სფეროების განვითარებას და გამართულ ფუნქციონირებას.
რატი დვალაძე დირექტორთა საბჭოს წევრია.