Image alt text

კოტე სულამანიძე

ბბ დაზღვევის და ბბ ლიზინგის გენერალური დირექტორი

კოტე სულამანიძე ბბ ლიზინგის და ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორია. მას საბანკო, სადაზღვევო და ლიზინგის სფეროებში, ასევე ფინანსური სექტორის საზედამხედველო სააგენტოებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. 2008-2014 წლებში იყო პროგრეს ბანკის გენერალური დირექტორი. 2005-2008 წლებში საერთაშორისო საბანკო  ჯგუფ  სოსიეტე ჟენერალის წევრ ბანკ რესპუბლიკაში მუშაობდა უმაღლეს პოზიციებზე, მათ შორის იყო დაკრედიტების დირექტორი. 2002-2005 წლებში კი ვითიბი ბანკში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა.
 

კოტე სულამანიძე ფლობს დოქტორის ხარისხს ფინანსებსა და საბანკო საქმეში, ხოლო 2015 წელს ბიზნესის ადმინისტრირების MBA ხარისხი ჰალტის საერთაშორისო უნივერსიტეტში (Hult International Business School) (ბოსტონი, აშშ; ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) მიიღო.

მმართველი გუნდი