სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ნინო ოხანაშვილი ფლობს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და მენეჯმენტის ევროპული სკოლის (ESM-თბილისი) მაგისტრის ხარისხებს. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს განათლება პენსილვანიის უნივერსისტეტის ვორტონის ბიზნეს სკოლასა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში. 2000-2008 წლებში თიბისი ბანკში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ეკავა ფილიალის დირექტორის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი თანამდებობები.
2021-2022 წლებში თეგეტა ჰოლდინგში ეკავა ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორის და თეგეტა აკადემიის დირექტორის თანამდებობები.
სხვადასხვა წლებში იყო ბიზნესის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, კომპანია ინსორსის დამფუძნებელი პარტნიორი.
2008 წლიდან ასევე არის დამოუკიდებელი კონსულტანტი და ახორციელებს ორგანიზაციული განვითარების და HRM მიმართულების საკონსულტაციო პროექტებს და კვლევებს.