სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
მი მიას ამერიკის ქ. ლოს ანჯელესის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული. ის ჰუალინგ ჯგუფის საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საერთაშორისო განვითარების მიმართულების დირექტორია. მი მიას ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელის ასისტენტად მუშაობის დროს ორ მნიშვნელოვან სფეროს კურირებდა: 2012 წელს ბაზისბანკში წილის შეძენას და 2011-2015 წლებში სამშენებლო მასალების ყოველწლიური გამოფენის ორგანიზებას, სადაც ცენტრალური აზიის ბიზნესპარტნიორები ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2015-2017 წლებში მი მიას ბაზისბანკის საკვანძო დეპარტამენტებში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ის პასუხისმგებელი იყო საკრედიტო პორტფელის ანალიზზე, ჩინელ კორპორაციულ და საცალო კლიენტებთან კომუნიკაციასა და ბანკის აქციონერებთან ურთიერთობაზე, აწყობდა მასშტაბურ კორპორაციულ ღონისძიებებს და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს ეხმარებოდა თანამშრომლების შერჩევაში.