Image alt text

ლევან გარდაფხაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო ბიზნესის დირექტორი

ლევან გარდაფხაძემ ბაზისბანკში მუშაობა 2002 წელს საერთაშორისო ოპერაციების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო, 3 წელიწადში, პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის უფროსად დაწინაურდა. პარალელურად ხელმძღვანელობდა პროდუქტებისა და პროექტების მართვის კომიტეტს. 2008 წლიდან დღემდე იგი ბანკის საცალო მიმართულებას ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში ბანკის საცალო კლიენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაფართოვდა სერვისცენტრების ქსელი, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. სერვისცენტრები აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. 

2008 წლიდან იგი დირექტორთა საბჭოს წევრია. 
 

ლევან გარდაფხაძე არის ბიზნესის მართვის და სამართლის მაგისტრი. 
 

მმართველი გუნდი