გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი
დავით კაკაბაძე 2012 წელს დაინიშნა IT და რისკების მართვის დირექტორის თანამდებობაზე. კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრმა კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაზისბანკში გაატარა. მას რისკების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვს. დავით კაკაბაძემ ბაზისბანკში მუშაობა IT სპეციალისტის/პროგრამისტის პოზიციაზე დაიწყო. ორ წელიწადში IT დეპარტამენტის უფროსად დაწინაურდა.
2008 წელს IT და რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა და გახდა დირექტორთა საბჭოს წევრი. მის სახელს უკავშირდება რისკების მართვის მძლავრი სისტემის შექმნა, რომელიც რისკის პროფილის ეფექტურ კონტროლსა და მართვას უზრუნველყოფს.