სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბატონი ჭან ძუნმა სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე 2012 წელს დაინიშნა, 2015 წლიდან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ჭან ძუნი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის და ეკონომისტის პროფესიული სერთიფიკატის მფლობელია. ბატონ ჭან ძუნს 3 ათწლეულის განმავლობაში აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა ჩინურ ბანკში, მათ შორის ჩინეთის სახალხო ბანკის ურუმჩის ფილიალში, სადაც 7 წლის განმავლობაში ასრულებდა აღმასრულებელი ხელმძღვანელის როლს. 5 წლის განმავლობაში ურუმჩის Chengxin საკრედიტო კავშირში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ასევე აქვს 12-წლიანი კარიერა ურუმჩის საქალაქო კომერციულ ბანკში, სადაც მუშაობდა გაყიდვების დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის, HR დირექტორის და საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობებზე.
ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობამდე, ბატონი ჭან ძუნი საქართველოს უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული უცხოელი ინვესტორის - სინძიანგ ჰუალინგ სავაჭრო და სამრეწველო კომპანიის (ჯგუფის) - ფინანსთა და უცხოური ინვესტიციების დირექტორის მოადგილე იყო. ამ პოსტს ის კვლავ ინარჩუნებს.
ჭან ძუნი, კომერციული ბანკების მუშაობასა და მენეჯმენტში დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი მცირე და საშუალო კომერციული ბანკების სტრატეგიული განვითარების ღრმა და მკაფიო ხედვით, ბაზისბანკს საქართველოში მე-4 უმსხვილესი კომერციული ბანკის ტიტულის მოპოვების დროს ედგა სათავეში.