გენერალური დირექტორის მოადგილე, კომერციული დირექტორი
გიორგი გაბუნია 2019 წლიდან ბაზისბანკის კომერციული დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრია. მას საბანკო სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. 2012-2019 წლებში გიორგი გაბუნია ბაზისბანკის კომერციულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
2010-2012 წლებში პროკრედიტბანკში კორპორაციულ განყოფილებას ედგა სათავეში. 2008-2010 წლებში კორპორაციულ რეგიონალურ ჯგუფს მართავდა, 2006-2008 წლებში კი კორპორატიული ბანკირი იყო.
ადრეულ წლებში ის ბაზისბანკის მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებში მუშაობდა.
გიორგი გაბუნია საბანკო საქმეში მაგისტრის ხარისხს ფლობს.