სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
საბინა ძიურმანს დამთავრებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტის ბედფორდის კოლეჯი, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.
2004-2015 წლებში წამყვანი პოზიციები ეკავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. 2015-2019 წლებში იყო EBRD-ის დირექტორი საბერძნეთსა და კვიპროსზე.
2020-2022 წლებში იყო ასაკაბანკის (უზბეკეთი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ასევე აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე და რისკების კომიტეტის წევრი.